23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება

23.05.2020 02:55

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისს,  მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება აღინიშნება. კათოლიკოს-პატრიარქმა, 2014 წელს, 23 მაისი აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. თარიღთან დაკავშირებით, წინა წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდებოდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნა.  სიონის საკათედრო ტაძარში, პარაკლისი მეუფე შიომ აღავლინა. მსახურებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ. „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე ოთხი დღის განმავლობაში ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: