სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა რუხის ტაძართან დასრულდება

21.05.2016 01:21

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა- კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 4 მაისს მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე“ დაიწყო. მსვლელობა 23 მაისს, წმინდანის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება. მომლოცველთა ჯგუფს დღეს ზუგდიდის შემოსასვლელში შემოუერთდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის ჩოხოსანთა სადროშოს წარმომადგენელი გია ხასია და ეპარქიის მამაოები. "მშვიდობას და და ლოცვას მშვიდობისთვის ალტერნატივა არ გააჩნია, ბოროტება უნდა განქარდეს",- აცხადებს რადიო "ათინათთან" ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელი დავით კონჯარია. გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან ეკლესია ააგეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა ენგურის ხიდზე დასრულდა
01:42

„სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა ენგურის ხიდზე დასრულდა

Radio Atinati

〇 ლოცვითი მსვლელობა \"წმინდა სვიმონ კანანელის გზაზე\" წელს მეხუთედ მოეწყო
24:33

〇 ლოცვითი მსვლელობა "წმინდა სვიმონ კანანელის გზაზე" წელს მე...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
01:02

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

23 მაისს წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა აღინიშნება
15:47

23 მაისს წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის გზა-მღვდელი დავით კონჯარია
21:09

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის გზა-მღვდელი დავით კონჯარია

TV religia

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს
24:34

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ოკუპირებულ აფხაზეთში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია
01:08

ოკუპირებულ აფხაზეთში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება
02:55

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო