23 მაისი აფხაზეთის დღეა

23.05.2021 02:16

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, კათოლიკოს-პატრიარქმა, 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვირეულს მართავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მზიურის პარკში ექსპოზიციით – „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა.

„აფხაზეთობა - 2021“-ის ფარგლებში მოხდა აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლის გახსნა და მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წევრები: გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub