23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება


დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისს,  მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება აღინიშნება. კათოლიკოს-პატრიარქმა, 2014 წელს, 23 მაისი აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. თარიღთან დაკავშირებით, წინა წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდებოდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნა.  სიონის საკათედრო ტაძარში, პარაკლისი მეუფე შიომ აღავლინა. მსახურებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ. „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე ოთხი დღის განმავლობაში ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან