ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა იწყება

03.01.2020 01:25

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ შესავალი სიტყვა უნდა თქვას.

ამ საქმეზე, ნიკა გვარამიას „რუსთავი2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „რუსთავი2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება გამოძიება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania