კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილს საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალები გადასცა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ იაშვილს მათი ბრალდების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალები გადასცა. ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას ადვოკატს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცათ, თუმცა, როდის ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა, ჯერ უცნობია. იმის გამო, რომ ბრალდებული პირები პატიმრობაში არ იმყოფებიან, საგამოძიებო უწყება არ არის კონკრეტულ ვადებში შეზღუდული, რომ სასამართლოს მიმართოს. დამენიას გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება, ხოლო იაშვილს კომერციულ მოსყიდვაში მონაწილეობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას, რომელსაც ახალი ბრალის დადგენილება გააცნეს გუშინ, მას ძირ საქმეზე უკვე აქვს აღკვეთის ღონისძიება - 40 000-ლარიანი გირაო შეფარდებული, რომლის გადახდის 30-დღიანი ვადაც მომავალ კვირაში იწურება. მას გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 12 საათზე, 7 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ნიკა გვარამიას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბ გუმბარიძე გამოკითხვაზე იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster