აფეთქებები ლვოვში


ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. როგორც ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამბობს, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. თავის მხრივ, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმა იყო გზავნილი ამერიკის პრეზიდენტის მისამართით, რომელიც პოლონეთს სტუმრობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვზე დარტყმების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.
„მოამბემ“ აფეთქებების შემდეგ, ლვოვის მერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც რუსეთის აგრესიას დამატებით მოჰყვება, ასევე გაიხსენა 2008 წელი, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან