თელავის ბავშვთა სახლი იხურება

02.07.2013 02:47

თელავის ბავშვთა სახლი იხურება. აქ მყოფი 14 ბენეფიციარი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში უკვე გადაიყვანეს. 30-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როგორც აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, არსებული შენობები ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. აქ განთავსებული ინვენტარი კი მოგვიანებით შესაბამის ფონდს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ კოჯრისა და თელავის ბავშვთა სახლები ფუნქციონირებდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/13kJmAn

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო