მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკა და ნარკომანია

01.05.2013 01:41

მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკის და ნარკომანიის საკითხებზე საინფორმაციო, სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრ- „თანადგომის" ორგანიზებით თელავში, აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის საცხოვრებლების აღმზრდელთა ინფორმირება წარმოადგენს. ლექცია-სემინარი გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია „კარიტასის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგის ორგანიზატორების თქმით, მენეჯერების შემდეგ, აღნიშნული სემინარი აღმზრდელებს და მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ მოზარდებსაც ჩაუტარდებათ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/YlStOl

გაზიარება: