112-ს თბილისის 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის 130-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებმა 112-ის სამუშაო დარბაზი დაათვალიერეს და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის დანიშნულებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეთათვის დახმარების აღმოჩენა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ის ოპერატორთან თანამშრომლობის წესების შესახებ: თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საგანგებო შემთხვევის დროს ოპერატორს და რა კითხვებზე უნდა ჰქონდეთ პასუხი. უფროსკლასელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ 112-ზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა დარეკონ. მოსწავლეებმა ასევე შეიტყვეს, რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/0VzoNf
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მერი 112-ს ესტუმრა
112 Georgia / 112 საქართველო
ევაკუაცია თბილისის #147-ე სკოლაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფოთის „კოლხი რაინდები“ჭაბუკთა„ბ“ლიგის „ოქროს ჯგუფი“ ს მესამე...
მეცხრე ტალღა