დაძაბულია ვითარება დმანისში - არიან დაშავებულები და დაკავებულები
დაძაბულია ვითარება დმანისში - არიან დაშავებულები და დაკავებულები. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. მოსახლეობა ხელკეტებითა და ხის ჯოხებით იმყოფება ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან ჩხუბი გუშინ მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით, გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში ღამით დაიწყო. სამი ადამიანი სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად კონფლიქტს, ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ერთი მხარე მაღაზიიდან ლუდის წაღებას და თანხის მოგვიანებით გადახდას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ჩხუბი დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში იმყოფება. გიორგი კობერიძე დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება დმანისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეს ვითარება არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი - ბოკე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბული ვითარება ისრაელში
Formula News
საგანგებო მდგომარეობა ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დირსის დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება იერუსალიმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება იერუსალიმში
Demetre