საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს
დაძაბულია ვითარება ისრაელში. ღაზას სექტორზე განხორციელებული საპასუხო იერიშის შედეგად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის 8 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა. პალესტინური მხარის ინფორმაციით კი, თავდასხმებს 24 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 65 პირი. მანამდე, ისრაელზე სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, 150-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთა დიდი ნაწილიც თავდაცვითი-საჰაერო სისტემებით ჩამოაგდეს, ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი. ისრაელმა არ დააკმაყოფილა „ჰამასის“ მიერ წაყენებული ულტიმატუმი, გაეყვანა შეიარაღებული ძალები ალ-აქსას მეჩეთიდან, რასაც აღნიშნული სარაკეტო თავდასხმა მოყვა. იერუსალიმში კი, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს. დაპირისპირება ისრაელში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პალესტინელები ისრაელის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინური ოჯახების გასახლება იგეგმება. ისრაელში ჩვენი ქვეყნის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. 10 მაისს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელში საქართველოს საელჩო, განვითარებული მოვლენების გამო,...
PalitraNews
დღეს, ისრაელში - ინტერვიუ ლაშა შაყულაშვილთან
რადიო თავისუფლება
ფრენები თბილისის მიმართულებით
TV IMEDI
ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI
ვითარება ისრაელში - ლაშა ჟვანიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster