გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი
03/09/2021
საქართველოს პროკურატურა-ის
მიერ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე.წ. ,,საბურთალოელებმა“ სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-სა და მის თანმხლებ პირებს.
ეს უკანასკნელი, თავს თვლიდა რა კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიების და ანგარიშსწორებისთვის საჭირო დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში და უზრუნველყო ხალხის შეკრება.
სრულად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...