ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადება
თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომის საქმის გამოძიებას დასრულებულად აცხადებს. მთავარი პროკურორი ახლა მთავარ მიზნად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იმ სამი წარმომადგენლის ადგილსამყოფელის დადგენასა და სასამართლოს წინაშე წარდგენას აცხადებს, რომლებზეც დაპატიმრების ორდერები ჯერ კიდევ თვეების წინ გაიცა. ესენი არიან მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი, რომლებსაც ეთნიკური ქართველების მძევლად აყვანასა და წამებაში ედებათ ბრალი. რეზონანსულ საქმეში საუბარია ქართული სოფლებისა და საცხოვრებელი სახლების ძარცვა-განადგურებაზეც. დასრულებულ პროცესს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია. პაპუაშვილის განმარტებით, გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა ომის დანაშაულები. ჰააგის მთავარი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძეც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადება
TV IMEDI
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის მთავარი პროკურორი სამი პირის და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის კონფერენცია - მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთა...
საქართველოს პროკურატურა
აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა
TV IMEDI
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster