ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადება
12/17/2022
თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომის საქმის გამოძიებას დასრულებულად აცხადებს. მთავარი პროკურორი ახლა მთავარ მიზნად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იმ სამი წარმომადგენლის ადგილსამყოფელის დადგენასა და სასამართლოს წინაშე წარდგენას აცხადებს, რომლებზეც დაპატიმრების ორდერები ჯერ კიდევ თვეების წინ გაიცა. ესენი არიან მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი, რომლებსაც ეთნიკური ქართველების მძევლად აყვანასა და წამებაში ედებათ ბრალი. რეზონანსულ საქმეში საუბარია ქართული სოფლებისა და საცხოვრებელი სახლების ძარცვა-განადგურებაზეც.
დასრულებულ პროცესს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია. პაპუაშვილის განმარტებით, გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა ომის დანაშაულები. ჰააგის მთავარი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძეც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.