იტალიელი სპეციალისტები გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ
იტალიელი სპეციალისტები გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება. სასულიერო პირების თქმით, დასკვნის შემდეგ კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სასულიერო პირების თქმით, ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი გელათის ერთიან გადახურვაში მოქცევა არის საჭირო. განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა საზოგადოებისთვის მომავალ თვეში გახდება ცნობილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უცხოელი სპეციალისტები გელათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალიელი ექსპერტები გელათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ბულვარი პლაჟის გარეშე
აჭარა ენმ / Adjara unm
"ლისი ვერანდას" პარკი
Artareatv
არქიტექტურის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გელათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალიელი სპეციალისტის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster