სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გელათში

12.03.2024 07:19

გელათში კედლის დაზიანებული მხატვრობის აღდგენა იწყება. ღვთისმშობლის შობის ტაძარში შერჩეულია 21 ადგილი, რომლებიც არასწორი გადახურვის გამო წყლის ჩასვლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა. რთულ სამუშაოებს იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რომლებიც მდგომარეობას საკმაოდ მძიმედ აფასებენ.   სპეციალისტების პროგნოზით, რეაბილიტიაციის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. ყველა სამუშაო კი, რაც ტაძარში იგეგმება დეტალური დაკვირვების შედეგად განხორციელდება. უკვე არსებულ დროებით გადახურვაზე იუნესკოს რეკომენდაციით, გადაწყდა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა მოწყობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: