ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

23.05.2017 08:50

საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. 23 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეები ვალდებულებას იღებენ ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას. საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები; მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში. კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას; მხარეები, ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში. ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე, მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიში
03:29

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...

culturegovge culturegovge

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიში
01:09

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...

culturegovge culturegovge

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიში
01:14

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...

culturegovge culturegovge

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიში
01:21

ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...

culturegovge culturegovge

შეხვედრა ბათუმში
01:36

შეხვედრა ბათუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მასშტაბური კამპანია \"ემეგობრე მემკვიდრეობას\"
01:24

მასშტაბური კამპანია "ემეგობრე მემკვიდრეობას"

culturegovge culturegovge

ვის ჯიბეში  წავიდა ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რეაბილიტაციისთვის ზედმეტად გადახდილი ფული?
04:24

ვის ჯიბეში წავიდა ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რეაბილიტ...

ტვ პირველი • TV Pirveli

შენარჩუნებულია თუ არა რესტავრირებული ძეგლების ისტორიული ღირებულება
03:05

შენარჩუნებულია თუ არა რესტავრირებული ძეგლების ისტორიული ღირე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო