გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე
გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ბექა ვარდოსანიძის თქმით, პირს, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სურდეს. ადვოკატი კი ამბობს, რომ ჯერ ვერ დადგინდა, საიდან იყო ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილი. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ძალოვან უწყებებში, ასევე ტელეკომპანია „იმედში“ გაიგზავნა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ელექტრონული ფორმით გაგზავნილ წერილებში ავტორად ბექა ვარდოსანიძეა მითითებული, დასახელებულია კონკრეტული ადგილებიც, სადაც, ტექსტების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ცრუ შეტყობინების ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი
საქართველოს პროკურატურა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცრუ შეტყობინებები - სუს-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორიზმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster