აღკვეთის ღონისძიება

21.06.2024 00:55

სუს-ის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 112-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო. ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ჩადენილ ქმედებებს ვერ აცნობიერებს. მან დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. სუს-მა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ალეკო ბერძენიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: