აღკვეთის ღონისძიება


„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის ფაქტზე ბრალდებულ პირს და ასევე, მოქალაქის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.

დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საქმეში ბრალდებულების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე ამ დროისთვის ბრალი სულ 24 პირს აქვს წარდგენილი. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან