გამოკითხვა პოლიციაში
საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შემოსულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბერძენიშვილი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე გამოკითხეს. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს. გიორგი გვიმრაძის თქმით, ზარის განმახორციელებელი პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ გუშინ შემოვიდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები. საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოეთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა. შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა. საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster