კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“


„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოსა და ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინშია. ცნობილია, რომ ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს. შესაბამისად, პოლიტიკურ სპექტრში ჩნდება კითხვა, მოხდება თუ არა დოკუმენტის კორექტირება. ოპოზიციისთვის პროექტის ნებისმიერი ფორმით სახეცვლილება საკმარისი არ არის.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან, ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში, გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინონ. მანამდე კი ხელისუფლება ოპონენტებისგან კონკრეტულ არგუმენტებს მოითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან