კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

16.05.2024 01:24

შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ტექსტში წერია, რომ „კანონი ემსახურება თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს“. მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან გამოთქმული არაერთი შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება დასავლეთთან ინტეგრაციის მიზანს. მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. უცხოური აგენტის კანონი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ანარეკლი, რომელიც აგრძელებს არაკანონიერად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. პატივსაცემი ქართული ორგანიზაციები, როგორებიც არიან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისა, რომლებმაც საკუთარი თავი კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთეს. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს. ასევე არ ვიყოყმანებთ, პასუხი დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც პასუხს აგებენ ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების მიზანში ამოღებაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის წრეზე“ – აღნიშნულია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
03:25

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
02:34

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულია  / / #სამნი \u0026 Co  01.05.2025
49:55

კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულია /...

Temur Charelashvili

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი შესაძლო შედეგები ბიზნესისთვის
14:24

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი შეს...

Business Media Georgia

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება
03:26

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონი \"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ\" - რა შეიცვალა და ვის ეხება ეს კანონი?
10:17

კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - რა შეიცვა...

NODEX

ბესარიონ გუგუშვილი - კანონი \"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ\". მიმოხილვა, შეფასება.
35:25

ბესარიონ გუგუშვილი - კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის...

rolandi khazalia

ოპოზიციის გეგმები
02:50

ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო