მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

26.04.2020 00:44

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ატარებს. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებასა და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: