მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

23.04.2023 01:01

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებასა და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog