კვირაცხოვლობის დღესასწაული ტაძრებში


მართლმადიდებელი სამყარო დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ, მან ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებას და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, - საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან