კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება კახეთში

12.09.2020 01:11

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა კახეთში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ერთი მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტია. მეორე კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ქორწილი გორში ჰქონდა და სოფელში ჩასვლის შემდეგ, ვირუსი დაუდგინდა. დაინფიცირებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო