კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება კახეთში

19.09.2020 00:52

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ და მათი გადაყვანა თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. რეგიონში ამ დროისთვის 34 ინფიცირებულია. რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო