შსს-მ გუმათში რკინის ჯებირები მოხსნა

17.06.2021 02:08

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების შესრულება იწყება. წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათთან განლაგებული რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს ჩართულობით ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე სწორედ ჯებირების დემონტაჟი იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, წევრებმა დააყენეს. შსს-ს ცნობით, პოლიცია გუმათში უსაფრთხოების მიზნით კვლავ დარჩება. უწყება ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, რომ შეკრების დროს კანონი დაიცვან და პოლიციელთა მოთხოვნებს დაემორჩილონ. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ახლა ინვესტორი კომპანიის მხრიდან სამუშაო პროცესის შეჩერებას ითხოვს. რკინის ბარიერების მოხსნას, როგორც დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, მიესალმება კომპანია „ენკა“ და იმედს გამოთქვამს, რომ აქტივისტები რიონის ხეობაში თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ შეზღუდავენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში არიან შეკრებილები
04:51

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში არიან შეკრებილები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
03:54

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

info rustavi

ყველა ვიდეო