„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში არიან შეკრებილები


„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის კვლავ სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან არიან შეკრებილები. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, დღეს ისინი გზების გადაკეტვას იწყებენ, რათა კომპანია „ენკას“ მშენებლობაში ხელი შეუშალონ. პარალელურად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე. უწყების ცნობით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

თეა აბსარიძე მუშაობს ადგილზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან