„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში

23.05.2021 01:29

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. აქტივისტები, თითქმის 7-თვიანი პროტესტის შემდეგ, თავიანთ მოთხოვნებს დღეს უკვე დედაქალაქიდან გაახმოვანებენ. შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, კომპანია „ენკამ“ ხეობა დატოვოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, - ეს აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია. რაც შეეხება პროტესტის ფორმებსა და სამოქმედო გეგმას, როგორც დაანონსებულია, ორგანიზატორები ამის შესახებ დღეს საგანგებოდ მოწყობილი ტრიბუნიდან ისაუბრებენ. დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის მზადება აქტივისტებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. დღეს დილით ადრე კი, ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თბილისისაკენ დაიძრნენ. პარალელურად, მათ სხვადასხვა რეგიონში თანამოაზრეებიც შეუერთდნენ და საბოლოოდ პროტესტის ეპიცენტრი ახლა დედაქალაქია. რაც შეეხება უშუალოდ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებას, პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები და მონაწილეთა ნაწილი ისევ სოფელ გუმათში რჩება. ხეობაში არიან სამართალდამცველებიც. სოფელ ნამოხვანისაკენ მიმავალი გზა კი ამ დრომდე გადაკეტილია. დღეს პროტესტის 209-ე დღეა,  დემონსტრაციას სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გუმათში „ნამახვენჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება
00:35

გუმათში „ნამახვენჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში გაიმართება
03:42

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში გაიმარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გრძელდება
08:01

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი
04:47

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გუმათში
03:35

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გუმათში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ქუთაისში
04:28

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ქუთაისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე
04:33

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია პირველი რესპუბლიკის მო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო