ავარიული დაზიანების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება


სამგორის რაიონში, მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, მოსახლეობის ნაწილს 10 მაისის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება. ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ს, წულუკიძის ქუჩას თავისი შესახვევებით, ჯავახეთის მეორე შესახვევს, აეროდრომის დასახლების მეოთხე და მეექვსე ქუჩებსა და კახეთის გზატკეცილის N36, N34-ის კორპუსებს წყალმომარაგება ხვალ დილის 9 საათიდან აღუდგება.

ტექნიკური სამუშაოების წარმოების მიზნით დღეს, 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვაზისუბნის I, II, III, IV მ/რ-ს, ვაზისუბნის დასახლებას, ვარკეთილის მე-4 მ/რ-ს, მე-3კვარტალს, შანდორ პეტეფის ქუჩას; ამავე ქუჩებს წყალმომარაგება განმეორებით შეუწყდება 10 მაისს, 01:00 - დან დილის 09:00 საათამდე.

დღეს, 13:00 საათიდან 10 მაისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მთისძირის ქუჩას თავისი შესახვევებით, ყვარლის ქუჩას N126-დან 142-მდე და N135-დან N159-მდე, ყვარლის ქუჩაზე მდებარე კადეტთა კორპუსს, უშაკოვისა და მშველიძის ქუჩებს, პირველი ნავთლუღის დასახლებას, ძმები ორბელების, ხარაბაძის, უზნაძის ქუჩებს.

ტექნიკური სამუშაოების წარმოების პერიოდში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობის წყალმომარაგებას სპეციალური ცისტერნების მეშვეობით უზრუნველყოფს, რომლებიც განლაგებულია - ვარკეთილის ზემო პლატოს N11, N25 კორპუსებთან. დღის განმავლობაში მათი განაწილება მოხდება მოთხოვნის შესაბამისად.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან