GWP - თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ დღეს ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ისაუბრა. კომპანია, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. კომპანიის ინფორმაციით, 14 ივნისის დილის 09:00 საათიდან 15 ივნისის დილის 09:00 საათამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით გამოწვეული 112 ავარიული დაზიანება აღადგინა. წყალდიდობამ განსაკუთრებით წყალარინების ქსელები დააზიანა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის 35 საავარიო და სადისპეტჩერო ბრიგადა, სპეცტექნიკა სრულად მობილიზებულია. ამ ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადები მელიქიშვილის ქუჩაზე ჩავარდნილი გზის აღსადგენად მუშაობენ. მდინარე ვერეს მიერ მოწყვეტილი მაგისტრალური მილდენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ს. ჩიქოვანის ქუჩაზეც. გუშინ, გვიან ღამით, 00:30 საათისთვის დასრულდა 500 მმ-იან მაგისტრალური წყალდენის აღდგენა და სტიქიის გამო შეწყვეტილი წყალმომარაგება აღუდგა ბაგების ქვედა ზონას. ზედა ზონას წყალმომარაგება დღეს დღის განმავლობაში აღუდგება.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასმელი წყლის პრობლემა რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GWP - 300 ვაკანსია თბილისში
Georgian Water and Power
რატომ წყდება თბილისში წყალი - GWP VS მომხმარებელი
Business Media Georgia
სარეაბილიტაციო სამუშაოები - GWP-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყლოდ დარჩენილი თბილისი — როდის დაასრულებს სამუშაოს GWP?
Formula News
GWP-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GWP-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GWP Iorg Mathis "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" VS წყლის მრიცხვე...
Sergo Davlianidze