თელავის #17-ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის მზად არის

24.04.2014 01:14

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით, თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების გამო, ორი სახის არჩევნები გაიმართება: ქალაქის და მუნიციპალიტეტის. როგორც ტელეკომპანია „თანამგზარვს" თელავის #17-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, შექმნილია 5 ადგილობრივი მაჟორიტარი საარჩევნო ოლქი, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 მაჟორიტარული ოლქი. დავით მკალავიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 29 აპრილს იწურება, პოლიტიკური პარტიების სუბიექტებს კი- მიმდინარე წლის 16 მაისს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/RP5kXD

გაზიარება: