რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

04.02.2024 01:21

ვითარება რთულია უკრაინაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა, მათი ძირითადი ნაწილი კი ავდევკაას მიმართულებით იყო. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალები კლეშიევკას აღმოსავლეთით ტყიან ტერიტორიაზე, სეპარატისტულ სამხედრო დაჯგუფებასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკში ორსართულიანი შენობის დაბომბვას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: