საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერთო

26.08.2021 11:38

ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში საქართველოც ერთვება - ამ წუთის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის გავლით „თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეული ქაბული უკვე 2 000-მდე მოქალაქემ დატოვა. ტრანზიტული ფუნქციის შესრულების გარდა, ქართული მხარე თბილისში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების განთავსებასაც უზრუნველყოფს. საუბარია სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ავღანეთში საქმიანობდნენ. თბილისიდან ნატო-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით რეისები ყოველდღე სრულდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ავღანეთის დედაქალაქიდან საქართველოში სწორედ ამ სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ევროპის მიმართულებით დღეში არაერთი ჩარტერული რეისი სრულდება. ცხელ წერტილში მრავალწლიანი სამშვიდობო მისიისა და ნატოელ პარტნიორებთან ერთად, ავღანეთიდან სამხედროების ერთობლივი გამოყვანის შემდეგ, საქართველო მოქალაქეთა საევაკუაციო პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობს. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერთო
05:59

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერთო
00:54

საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი
00:39

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ჰუმანიტარული მისია ავღანეთში
05:34

საქართველოს ჰუმანიტარული მისია ავღანეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ჰუმანიტარულ მისიაში
01:39

საქართველო ჰუმანიტარულ მისიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ერთვება
06:27

საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ერთვება

TV IMEDI

საქართველო ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში მხარდამჭერ ოპერაციებს ახორციელებს
01:55

საქართველო ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პრ...

თავდაცვის სამინისტრო

#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE
01:10:10

#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო