სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია

02/22/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2012 წლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული სამუშაოების შედეგად:

• გაიხსნა განახლებული გამოფენა (გეოლოგია-პალეონტოლოგიის, ქვის ხანის, ბრინჯაო- რკინის ხანის, ანტიკური, შუასაუკუნეების, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, დ. ერმაკოვის ფოტო-კოლექცია);

• გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი;

• ჩატარდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ალბომის პრეზენტაცია.

პრეზენტაცია წარმოადგინეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო სულავამ და გამოფენის არქიტექტორმა - დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი,, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნუგზარ კოპალიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოს-არქეოლოგები.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან