კოვიდ-19-ის შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევებიდან, ერთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული სოფელ ლაითურის მკვიდრია. ის ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია, რომელსაც ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა და ისინი ახლობლები არიან. გურიაში ეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევაა. პირველი, 4 სექტემბერს, ჩოხატაურში დაფიქსირდა. დამაკმაყოფილებელია კოვიდინფიცირებული სამი თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ სოფელში სადაც ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხებს ადგილზე რამდენიმე საათში ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - ვითარება გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გაუარესებული მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საწარმოების მუშაობა შეზღუდვების პირობებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდ 19–ის შემთხვევა დაბა ლაითურში
guriatv