პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება

19.09.2021 01:48

გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა გურიაში გაიმართა და მას 200-ზე მეტი მასწავლებელი და საინფორმაციო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. მათ ინფორმაცია მიიღეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. სესიებს, რომლებსაც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მასწავლებლები დაესწრნენ, ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებოდნენ. გაერო-ს ბავშვთა ფონდის განმარტებით, შეხვედრების შედეგად, დღეს დაახლოებით ათასი ადამიანი აიცრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: