ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში

07.05.2021 00:58

საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება. აცრა ჩაუტარდათ იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები ინდივიდუალურად ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე რეგისტრირდებიან. თუმცა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა, მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმაროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო