თამარ სხირტლაძე - 85 "ხელოვნების ქურუმი" კულტურის სამინისტროსგან
2 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს დამსახურებული არტისტის - თამარ სხირტლაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოზე მსახიობმა წარმოადგინა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „ეუხენა ბალბოა" და „ჰაჯი მურატი"; ასევე, ითამაშა ერთი ეპიზოდი გიზო ჟორდანიას ახალი (ჯერ დაუსრულებელი) სპექტაკლიდან „თეთრი იასამანი". საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მსახიობს ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი" გადასცა . თამარ სხირტლაძემ პროფესიული განათლება მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში უშანგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით მიიღო. მსახიობის დებიუტი 1947 წელს სპექტაკლ „ნინოშვილის გურიაში" ქრისტინეს როლით შედგა. 1967-1974 წლებში თამარ სხირტლაძე რუსთავის თეატრშიც მოღვაწეობდა. გარდა სასცენო მოღვაწეობისა, იგი ცნობილია შესანიშნავად შესრულებული კინოროლებით. მსახიობი - სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ხობის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი
culturegovge culturegovge
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი - 50 - საიუბილეო კონცერტი
culturegovge culturegovge
ბესიკ ხარანაული - 75 - ხელოვნების ქურუმი კულტურის სამინისტრო...
culturegovge culturegovge
გიზო ჟორდანია - 80 „ხელოვნების ქურუმი“ კულტურის სამინისტროსგ...
culturegovge culturegovge
ლევან ცუცქირიძის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისლამ ფილფანი ხელოვნების ქურუმი
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre
ნელი იმედაშვილი - ხელოვნების ქურუმი
TV religia
სალოტბარო სკოლის გახსნა და ხელოვნების ქურუმი ისლამ ფილფანს
culturegovge culturegovge