ხობის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი
3 ოქტომბერს, ხობში, მე-7 საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ფარგლებში, გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ ანთოლოგიის პრეზენტაცია, რომელიც ანსამბლის 16 მუსიკალურ დისკს (380 სიმღერას) აერთიანებს. ანთოლოგია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სტუმარს, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. წლევანდელი ფესტივალი ანსამბლ „რუსთავისა“ და მომღერლის თამარ გვერდწითელის შემოქმედებას ეძღვნება. კონცერტში, მათთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლი და საესტრადო შემსრულებელი. ფესტივალის ფარგლებში, ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში მოეწყობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ეთნოკუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ რეწვის ნიმუშებს, მხატრულ ტილოებსა და ტრადიციულ კუთხურ სამზარეულოს. გაიმართება ექსკურსიები, გამოცემების პრეზენტაციები, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ფესტივალს 18:30 საათზე ხეთის თეატრონზე გალა კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს. ხობის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ 2 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“ – პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ტარდება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ხობის ამბები - მეშვიდე ნაწილი / khobi stories - seventh part
khobistory
ჰესი მდინარე ლოპოტაზე და ადგილობრივების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხობის ამბები ორმოცდამესამე ნაწილი/khobistory 43th part
khobistory
ბაღის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი მეორე გურიფული
Irakli Shonia
ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი სამეგ...
Irakli Shonia
სამეგრელოში წარმოებული პროდუქცია ევროპაში - ლოკოკინების ფერ...
Radio Atinati
მუზეუმის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster