ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს
ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ჭადრების ბაღში, მოზარდი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად კი, დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ოპერაციაც ჩაუტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოზურგეთში რუსთავიდან დასასვენებლად იყო ჩასული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნის დაჭრა ოზურგეთში
guriatv
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სექსუალური ძალადობა 14 წლის არასრულწლოვანზე | ოზურგეთის სასა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ფოტოკონკურსი
Ministry of Justice of Georgia
პროტესტი ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ხმაური და დაპირისპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster