საპროტესტო აქცია თელავში

28.05.2022 01:41

„ერეკლე ჩვენი სიამაყეა! ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას!“- ამ ლოზუნგით თელავში, ერეკლე მეორის სასახლის წინ სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა, რის გამოც ბერძენიშვილი ეროვნული ცნობიერების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართლ-კახეთის მეფის მმართველობა თითოეული ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს და ის დაცინვის ობიექტი არ უნდა გახდეს. თელავში გამართულ აქციის მონაწილეებს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო