აქცია თელავში

15.12.2020 00:43

ოპოზიციის აქცია თელავში - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერებმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოსთვის“ წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქტივისტების თქმით, სამი დღის წინ თელავის თეატრთან გაშლილ კარავში მყოფ პირებს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ემუქრებოდნენ და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეებმა ინციდენტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. შსს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია. პროტესტის მონაწილეებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: