დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა. დავით გარეჯთან ერთად, 7 ფინალისტს შორის მოხვდა ► http://www.europanostra.org/europe-7-... ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. შეგახსენებთ, რომ ძეგლი, 2017 წლიდან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება. „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
culturegovge culturegovge
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
culturegovge culturegovge
ევროპა ნოსტრა - ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარ...
culturegovge culturegovge
ევროპა ნოსტრა - ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გა...
culturegovge culturegovge
„დავით გარეჯი - მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ევროპული ორგანიზაციები დავით-გარეჯის გადასარჩენად.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად ნინო ანანია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სია...
TV IMEDI