ევროპა ნოსტრა - ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი
16 იანვარს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვედრასთან დაკავშირებით. ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან, იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება. „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით. 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა; ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ► http://gov.ge/s/65754 http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ევროპა ნოსტრა - ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გა...
culturegovge culturegovge
„ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად ნინო ანანია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპა ნოსტრა“ საქართველოში - შეცვლის ის ქართული კულტურის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპა ნოსტრა“ საქართველოშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარიყალას ციხე-სიმაგრე „ევროპა ნოსტრას“ სიაში
TV IMEDI
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
culturegovge culturegovge
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
culturegovge culturegovge
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში
culturegovge culturegovge