შსს-ს კამპანია 153-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
12/06/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 153-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი რუსუდან კვაჭანტირაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს იურისტი მანანა ფურცხვანიძე კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/GTzqra
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/GTzqra