შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები

08.05.2023 01:45

ცესკო-მ შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობსა და სენაკს მოიცავს, პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია: ბესიკ წულეისკირი  „თავისუფალი საქართველოდან“ – 1 359 ხმა, რაც 4.70%-ია და გიორგი ხახუბია სახელისუფლებო პარტიიდან - 27 551 ხმა, რაც კენჭისყრაზე დაფიქსირებული ხმების 95.30 პროცენტია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო